გაცვლითი პროგრამები

ჩვენს სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ სწავლა (1 ან 2 სემესტრი) გააგრძელონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რომლებთანაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაფორმელი აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: www.iro.ibsu.edu.ge

წელს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტიდან ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალიაში სასწავლებლად სრული დაფინანსებით გაგზავნილ იქნა 3 ბაკალავრი და 1 მაგისტრანტი სტუდენტი, ხოლო რიგის ტექნიკურ ინსტიტუტში 1 სტუდენტი.