მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგია

 

"Engineering isn't about perfect solutions; it's about doing the best you can with limited resources." -  Randy PauschThe Last Lecture

 

პროგრამის აღწერა:

სამრეწველო ინჟინერიის პროგრამა სტუდენტებს აწვდის მრავალმხრივ ცოდნას სხვადასხვა სფეროში. სამრეწველო ინჟინერთა მთავარი ამოცანაა, სამუშაოს შესასრულების საუკეთესო გზის პოვნა, კომპლექსური სისტემების (საავტომობილო, კომპიუტერული, სატრანსპორტო, .) ანალიზი და გაუმჯობესება სისტემური მიდგომის დახმარებით. სისტემური ხედვა, ადამიანებზე ორიენტირება და პრობლემების გადაჭრის უნარი სამრეწველო ინჟინერიის განსაკუთრებული და სხვა საინჟინრო პროფესიებისაგან გამორჩეული მახასიათებელებია.


პროგრამის წარმატებულად დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს უნდა შეეძლოთ წარმოების პროცესებში შექმნილი პრობლემების ანალიზი და მათ გადასაჭრელად შესაბამისი მეთოდების შემუშავება. პროგრამა სტუდენტებს აძლევს წარმოების თანამედროვე მეთოდებისა და საშუალებების ცოდნას შემდეგი დისციპლინების მეშვეობით: მათემატიკური სტატისტიკა, ოპერაციათა კვლევა, წარმოების დაგეგმვა, სისტემების იმიტაციური მოდელირება, ეკონომიკური ანალიზი და პროგნოზირების თანამედროვე მეთოდები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხარისხის კონტროლის სტატისტიკური მეთოდები, პროექტირების ავტომატიზირებული სისტემები და მათი გამოყენება წარმოებაში, ..


 

       მე ყოველთვის მინდოდა, რომ გამოვსულიყავი ინჟინერი, ასევე მესწავლა საზღვარგარეთ. მოგესალმებით, ჩემი სახელიულან დაქეევი და წარმოშობით გახლავართ ყირგიზეთიდან. საინჟინრო საქმის შესწავლა საქართველოს გულში, თბილისში, კონკრეტულად კი შზსუ–ში, ძალზედ საინტერესოდ ჟღერდა ჩემთვის. პროფესორები და ჩემი თანატოლები ყოველთვის გულისხმიერად იყვნენ განწყობილნი, რამაც საფუძველი ჩაუყარა სამუდამო მეგობრობას, როგორც პროფესორებთან, ასევე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან. შზსუ–სმონიჭებულმა ხარისხმა სამრეწველო ინჟინერიაში, საშუალება მომცა მოვმზადებულიყავი სამომავლოდ და აგრეთვე, დამეგეგმა  ნაბიჯები უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ. მე ვმუშაობდი, საშუალო სკოლის მასწავლებლად, სადაც ჩემმა მოსწავლეებმა მიიღეს ოქროს მედლები საერთაშორისო ოლიმპიადებში. ვმუშაობდი აგრეთვე ინჟინერ დიზაინერად John Deere–ში, მაქვს ლექტორად მუშაობის გამოცდილება Michigan-Flint უნივერსიტეტში და საბოლოო ჯამში, ვარ პროფესორი Texas A & M უნივერსიტეტში - ქინგსვილში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს პროფესორებს და თანაკურსელებს შზსუ–ში, რომლებმაც მომცეს ცხოვრებისეული გამოცდილება, თბილისში, საქართველოში და შემძინეს უნარები კარიერის შემდგომი განვითარბისთვის. მერწმუნეთ, მე ინჟინერი ვარ ...
 
Ulan Dakeev, professor at Texas A&M University – Kingsville

 

 

Industrial Managment and Technology Introduction Movie

 

 

 

 

 

 

 

Insert Code Module Article Image Page Break Read More Status Published Category * - Study Featured Yes No Access Public Language English (UK) Tags Select some options Joomla! 3.5.1 — © 2017 cte.ibsu.edu.ge View Site0 Visitors1 Administrator 0 Log out