ინფორმატიკა

პროგრამის აღწერა (სწავლების ენა - ინგლისური):

საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში (BSI) შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებს მისცეს მყარი ცოდნა მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და მეცნიერების საფუძვლებში. პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს ათვისებული ცოდნის საშუალებით გააანალიზოს და შეაფასოს კომპიუტერული სისტემები.

 

პროგრამის მიზანი:

საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში (BSI) შექმნილია შემდეგი მიზნებისათვის: სტუდენტებს მისცეს მყარი ცოდნა ფიზიკურ მეცნიერებებში, მათემატიკასა და საინჟინრო მეცნიერებებში. სტუდენტები აღჭურვოს კომპიუტერული და საინჟინრო მეცნიერებების ფუნდამენტურ პრინციპებსა და გამოყენებაზე დაფუძნებული ინტერდისციპლინარული განათლებით. სტუდენტებს განუვიათაროს შესაბამის ფორმატში პროფესიული კომუნიკაციის უნარები. მოამზადოს სტუდენტები კომპეტენტური, პასუხიმგებლიანი და ღირსეული კარიერისთვის. შესთავაზოს სტუდენტებს ქვედისციპლინების შესწავლის მაქსიმალურად ფართო არჩევანი მეოთხე კურსზე არჩევითი საგნების (45 ECTS) სახით. შეასწავლოს სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერების შემდეგი ფუნდამენტური სფეროები: კომპიუტინგის თეორია, დაპროგრამება, კომპიუტერული სისტემების ორგანიზაცია, ციფრული დიზაინი, რიცხვითი ანალიზი, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები და ა.შ. სტუდენტები აღჭურვოს საინჟინრო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კრეატიულობით, ცოდნით მოტივაციითა და თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობის გააზრებით.

 

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება- ინფორმატიკის პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულები შეიძენენ საფუძვლიან ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კომპიუტერული ტექნოლოგიების ძირითადი მიმართულებებით. ექნებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესაბამისი ტერმინოლოგიის ცოდნა და გაცნობიერებული ექნებათ სფეროს ქვე-დარგებს შორის ურთიერთ კავშირი.  აღნიშნული ცოდნა გახდება წინაპირობა იმისა, რომ სტუდენტებმა სურვილის შემთხვევაში ცოდნა გაიღრმავონ მაგისტრატურაში.

 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - ინფორმატიკის პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულს შეეძლება თავისი საქმიანობის სფეროში ცოდნის კვალიფიციურად გამოყენება. მიღებული ცოდნა მომავალ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურებში კომპიუტერული უზრუნველყოფის, მართვის, პროცესების ანალიზისა და პროგნოზირების მიმართულებით.

 

დასკვნის გაკეთების უნარი - ინფორმატიკის პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სხვადასხვა დარგობრივი პრობლემების გადასაწყვეტად მონაცემების მოძიება და გამოყენება. ასევე ექნებათ დარგის ახალი მეთოდების გამოყენებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

 

კომუნიკაციის უნარი - კურსდანთავრებულებს შეეძლებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტი. ამასთანავე შეეძლებათ სხავადასხვა    გზების მეშვეობით დისკუსიაში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა  დარგის სპეციალისტებთან პრობლემის გადასაჭრელად. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ტექნიკურ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება და კომუნიკაცია,როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი  ფორმით.

 

სწავლის უნარი - ინფორმატიკის პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებული შეძლებს სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვასა და მიღებული ცოდნის საშუალებით დამოუკიდებლად სწავლის პროცესის გაგრძელებას.

 

ღირებულებები - ორგანიზაციასა და საზოგადოებაში სამართლებრივი, ეთიკური და კროსკულტურული პასუხისგებლობის გაცნობიერების უნარი. ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.