სამეცნიერო ჟურნალი

ტექნიკურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ჟურნალი (JTST)

 

     ტექნიკურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ჟურნალი (JTST) წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბით რეფერირებად აკადემიურ ჟურნალს რომლის ფარგლებშიც ქვეყნდება ნაშრომები, რომლებიც მოიცავენ ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა ტექნიკური მეცნიერებები მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ჩათვლით. ჟურნალში იბეჭდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევათა შედეგები. ძირითადი აქცენტი კეთდება ინოვაციურ მიდგომებსა და მათ შესაბამის სფეროებში გამოყენებაზე. ტექნიკურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ჟურნალი (JTST) მიზნად ისახავს მეცნიერთა და პრაქტიკოსთა შორის იდეათა და გამოცდილებათა საერთაშორისო მასშტაბებით გაცვლა-გამოცვლას. ჟურნალი წარმოადგენს ინტერესის წყაროს როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე აკადემიურ-კვლევითი სამეცნიერო კადრებისათვის. წარდგენილი ნაშრომების რეფერირება ხდება ანონიმურად. ჟურნალი იბეჭდება წელიწადში ორჯერ.