დეკანის მისალმება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში,  სადაც ტექნოლოგიების დინამიურმა განვითარემაბ გამოიწვია კვალიფიციური სპეციალისტების მოთხოვნის ზრდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (მაგალითად, პროგრამული პროდუქტების განვითარება, კვლევა და კომპიუტერული რესურსების მართვა). ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ისეთ პროგრამებს, რომლებიც მოგცემთ საფუძვლიან თეორიულ ცოდნას  და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს  პროფესიულ ზრდას. 
 
ჩვენ გთავაზობთ ორ საბაკალავრო პროგრამას. ორივე პროგრამა: ინფორმატიკა და სამრეწველო მენეჯმენტი  ითვალისწინებს როგორც ფართო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ასევე  კარიერის დაგეგმვას.   სწავლის პროცესში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში, როგორიცაა ჰაკათონი, მეიქათონი, ოლიმპიადები ინფორმატიკაში და ა.შ.      
      
ჩვენ ასევე გთავაზობთ ორ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას კომპიუტერულ მეცნიერებაში. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ჩვენს სტუდენტებს გამოწვევების წინაშე და ვეხმარებით მათ საჭირო ცოდნისა და უნარების მოპოვებაში, რათა შეიქმნან მაღალანაზღაურებადი კარიერა და განაგრძონ განვითარება. ჩვენ ვთავაზობთ  ჩვენს სტუდენტებს დასაქმებას ნახევარ განაკვეთზე, სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის, თანაშემწის, კვლევის ასისტენტისა და მასწავლებლის პოზიციებზე.
 
მობრძანდით და გაეცანით  შესაძლებლობებს ჩვენს ფაკულტეტზე და უნივერსიტეტში. ჩვენ ვიწვევთ ყველა ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდას.
 
შემოგვიერდით და გახდით მომავალი ლიდერები  თქვენს სფეროში.
 
 
ასოცირებული პროფესორი დოქტორი ჯიჰან მერთი
დეკანი