ის ექსპერტია პროგრამული ინჟინერიის დარგში.

მისი სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია: ექსპერტული სისტემები, კომპიუტერული ქსელები, დისტანციური სწავლება და კომპიუტერული პედაგოგიკა.

მან გამოაქვეყნა 157 სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის: 9 სახელმძღვანელო, 7 დამხმარე სახელმძღვანელო, 26 მეთოდიკური მითითება, 3 ტესტების კრებული, 1 ცნობარი, 5 მონოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს 67 სამეცნიერო სტატია, მათ შორის 1 იმპაქტ ფაქტორ ჟურნალში: Chinese Buisness Review. არის 1 გამოგონების ავტორი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია 38 საერთაშორისო კონფერენციაში.

2013 წელს მოგებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა გრანტი: „ვიდეოგაკვეთილების შემუშავება დაპროგრამების C# ენის შემსწავლელთათვის“.

მონაწილეობდა შემდეგი პროექტების შემუშავებაში: Auto Dialer სისტემისთვის აბონენტების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემის დაპროექტება და შემუშავება (შპს ჯეონეთი, ხელშეკრულება #1, 1.03.2017); ჟინვალჰესის კაშხლის მდგრადობის ანალიზი მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით. შპსნაგებობათა  უსაფრთხოების  ცენტრი”-  (ხელშეკრულება # #483-16), (სამეცნიერო-ტექნიკური გაანგარიშებები), თბილისი 2016.

არის შემდეგი ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი:

  1. სტუ-ს „IT-კონსალტინგის“ სამეცნიერო ცენტრის სარედაქციო-საგამომცემლო კოლეგია.
  2. საერთაშორისო პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი “ინტელექტი”. ISSN 1512-0333.
  3. შრომები. მართვის ავტომატიზებული სისტემები. ISSN 1512-3979.

მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 27 სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაცია.

კვლევის დარგები & ინტერესები: ექსპერტული სისტემები, კომპიუტერული ქსელები, დისტანციური სწავლება და კომპიუტერული პედაგოგიკა.

E-mail: samkharadze.roman@gmail.com

CV