პროგრამის კოორდინატორი: Assoc. Prof. Dr. Giorgi Tsanatskhenishvili

E-mail: gtsanatskenishvili@ibsu.edu.ge

მობილური: (+995)599772716


პროგრამის აღწერა

საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და  კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას  ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება.

პროგრამის მიზანი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.
აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე იმუშავა პროგრამის კოორდინატორმა პროგრამაში ჩართული  ლექტორ-მასწავლებლების, მათ შორის რამოდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორისა და პოტენციური დამსაქმებლების აზრისა და რჩევების გათვალისწინებით.
საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.

პროგრამაზე მიღება – არქიტექტურა

საქართველოს კანონმდებობის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერს, ვისაც აქვს საშუალო განათლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მე-4 დამატებითი საგანი, რომელიც უნდა ჩაბარდეს 3 სავალდებულო საგანთან ერთად, შეიძლება იყოს: მათემატიკა, ფიზიკა ან ხელოვნება.

საერთაშორისო სტუდენტების მიღება:

www.iro.ibsu.edu.ge

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)

მიღებული კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი

სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის:    ინგლისური სექტორი  5100 ლარი

სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისათვის: 3000 აშშ დოლარი

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელეფონი: (+995 32) 2595005/06/07 (161)

ელექტრონული ფოსტა:: ctenfaculty@ibsu.edu.ge