კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული(CSEdWeek)  არის ყოველწლიური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მისწავლეებში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ ინტერესის ამაღლებას.

ეს გლობალური პროექტი ორგრანიზებულია არაკომერციული ორგანიზაცია Code.org ის მიერ. მოვლენას მხარს უჭერს 350 პარტნიორი და 100,000 პედაგოგი მთელი მსოფლიოს გარშემო.

უკვე ორი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კირეულში.

2017 წლის 4-10 დეკემბერს, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტმა გამართა კომპიუტერული მეცენიერებებისა და ინჟინერიის კვირეული.

ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა სკოლის მე-8,მე-9,მე-10 და მე-11 კლასის დაახლოებით 80 მოსწავლე. ისინი დაესწრნენ საჯარო ლექციებს და შეასრულეს ერთსაათიანი დავალება პროგრამირების საფუძვლებში (Hour Of Code). მოსწავლეებს რჩევები მისცა საერთაშორისო მოხალისემ,  Long Island Women in Tech-ის დამფუძვნებელმა-სტეფანა მიულერმა, რომელიც ნიუ იორკიდან ვიდეო ზარით ჩაერთო ღონისძიებაში.

პროექტში მონაწილეობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. ისინი ჩართული იყვნენ საორგანიზაციო საკითხებში და ეხმარებოდნენ სკოლის მოსწავლეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.

მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და საჩუქრები.