დავით გულუა წარმოადგენს კომპიუტერული სისტემების და მონაცემთა ბაზების, აგრეთვე დეკლარატიული დაპროგრამების მეთოდების სპეციალისტს. გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) პროგრამის ფარგლებში, ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში ერთწლიანი სადოქტორო საქმიანობის შემდეგ მან მოიპოვა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი საქმიანობის ძირითად პუნქტებს წარმოადგენს IT-ინფრასტრუქტურის მართვის და დიდი რელაციური მონაცემთა ბაზების აგების და მხარდაჭერის სხვადასხვა ასპექტები.

დავით გულუა ხშირად ახორციელებს სამეცნიერო ნაშრომების რეცენზირებას სხვადასხვა კონფერენციებისა და ჟურნალებისთვის თავისი კვალიფიკაციის ფარგლებში. იგი აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

კვლევის დარგები & ინტერესები: განაწილებული პროცესების მოდელირება პეტრის ქსელებით,კორპორაციული ქსელების და სისტემების დაპროექტება და აგება.

ელ-ფოსტა: david.gulua@tsu.ge

CV