სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი

 

ბესიკი ექსპერტია დეკლარაციულ პროგრამირებასა და შეზღუდვების ამოხსნაში. მან დოქტორის ხარისხი მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებებში პორტოს უნივერსიტეტიდან. შემდეგ ის იყო პოსტ-დოქტორანტი და მიწვეული მკვლევარი ბრაზილიაში (ბრაზილიის უნივერსიტეტში), ავსტრიაში (იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი) და გერმანიაში (შტუტგარტის უნივერსიტეტი). მისი შრომები ეხება დეკლარაციული პროგრამირების, კომპიუტერული ლოგიკის, და ფორმალური ენების სხვადასხვა საკითხებს. კერძოდ, ფორმალიზმების საფუძვლებს, გამოთვლის მექანიზმებს, და იმპლემენტაციებს. ამ საკითხებზე, მას ავსტრიელ, ბრაზილიელ, ქართველ, იაპონელ, პორტუგალიელ, რუმინელ და ესპანელ მეცნიერებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სტატია. ბესიკის შრომები მოხსენებულ იქნა 30-ზე მეტ კონფერენციაზე.

ბესიკი მონაწილეობდა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ არაერთ პროექტში, ხშირად სამეცნიერო ხელმძღვანელის სახით. ის დაჯილდოვებულია ორი სპეციალური გრანტით ახალგაზრდა მეცნიერთათვის: პრეზიდენტის გრანტით 2010 წელს და რუსთაველის ფონდის გრანტით 2015 წელს. ბესიკი ხშირად არის მისი დარგის კონფერენციების და ჟურნალების რეცენზენტი, ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში და მუშაობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან.

ოფისი: A-321

ელ-ფოსტა: bdundua@ibsu.edu.ge

CV