საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და  კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას  ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება.
პროგრამის მიზანი:
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.
აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე იმუშავა პროგრამის კოორდინატორმა პროგრამაში ჩართული  ლექტორ-მასწავლებლების, მათ შორის რამოდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორისა და პოტენციური დამსაქმებლების აზრისა და რჩევების გათვალისწინებით.
საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.
სწავლის შედეგები:
ცოდნა და გაცნობიერება  – არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას არქიტექტურულ პროექტირებაში, რაც აგრეთვე განპირობებულია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების, შენობათა ტექნოლოგიების, არქიტექტურული ფიზიკის პრინციპების უახლესი კვლევითი მიღწევების, თანამედროვე კონსტრუქციების არქიტექტურული ელემენტების, არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებისა და პროექტირების ავტომატიზირებული სისტემების საფუძვლების ცოდნით.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარიარქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება მიღებული ცოდნის სათანადოდ გამოყენების უნარი კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებისას, მდგრადი არქიტექტურის და არქიტექტურული ფიზიკის მსოფლიო გამოცდილების საფუძვლების ცოდნის გამოყენების უნარი პროფესიონალურ არქიტექტურულ პრაქტიკაში, პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენების უნარი არქიტექტურული პროექტის კეთების,  პრეზენტაციებისა და დისკუსიების დროს, ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის პროცესში კვლევითი ღონისძიებების ჩატარება, პრობლემების გაანალიზება  და  მათი  გადაჭრა.
დასკვნის გაკეთების უნარიარქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეიძენს სფეროსთან დაკავშირებული საკითხების გაცნობიერებისათვის აუცილებელ ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს,  არქიტექტურული პროექტის ძირითადი პრინციპების განსაზღვრისა და გაანალიზების უნარს; მშენებლობის ტექნოლოგიის პროცესების, გამოყენებული უახლესი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მასალებისა და შენობაში კომფორტული საცხოვრებელი პირობების შეფასების გაკეთების უნარს; არქიტექტურისა ისტორიისა და თეორიის შესახებ საკუთარი დასკვნების გაკეთების უნარს; აქტუალური საკითხებისა და ეთიკური პრობლემების გაანალიზების, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაცვის უნარს, რომელსაც ადგილი აქვს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრებში, არქიტექტურულ ორგანიზაციებსა თუ საჯარო სამსახურში.
კომუნიკაციის უნარიარქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა, საკუთარი მოსაზრებისა და პოზიციის პროფესიულ წრეებსა და საზოგადოებაში ინგლისურ ენაზე მკაფიოდ ფორმულირება და გაზიარება, ჯგუფური განხილვებისა და გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ჯგუფური მუშაობის საბოლოო შედეგში წვლილის შეტანა, ინტერაქტიული კომუნიკაციისათვის სათანადო გარემოს შექმნა და მასში აუდიტორიის ჩართვა.
სწავლის უნარიარქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებული შეიძენს სწავლის პროცესის შეფასებისა და თანმიმდევრულად დაგეგმვის უნარს, სასწავლო – სამეცნიერო ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარს, არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხებისადმი ინტერესს და მიღებული ცოდნის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილს, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და არსებული რესურსების გამოყენებით შემდგომი პროფესიული განვითარების უნარს.
ღირებულებებიარქიტექტურის სფეროში ეთიკური ნორმებისა და ღირებულებების განუხრელად დაცვა; ორგანიზაციასა და საზოგადოებაში კორპორაციული და პროფესიული პასუხისმგებლობის როლის გაცნობიერების უნარი; აკადემიური და პროფესიული პატიოსნების პრინციპების დაცვის უნარი; ინდივიდუალური მუშაობის, დამოუკიდებლობის, კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის განვითარების უნარი.