იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტია. მისი კვლევის სფერო მოიცავს ფიზიკური აქტივობის ამოცნობას. იგი დაინტერესებულია ბიომეტრიითა და მანქანათმცოდნეობის საკითხებით.  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, მან განახორციელა კვლევითი სამუშაოები პარიზის უნივერსიტეტთან არსებულ ლისის ლაბორატორიაში, საფრანგეთში. მისი საქმიანობა შეეხება სხვადასხვა სახის ალგორითმების გამოყენებას, მონაცემთა კლასიფიკატორებს და მობილურ ტექნოლოგიებს. მისი პუბლიკაციებიდან ერთერთი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ სენსორებში, რომელსაც გააჩნია ე.წ. მაღალი impact factor და მოიხსენიება მრავალ ინდექსირებად მონაცემთა ბაზებში. მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია ქართველ, ფრანგ, ლიბანელ და მაროკოელ მკვლევარებთან თანამშრომლობით.  მან, ასევე, ნაშრომი წარმოადგინა პრაღაში საერთაშორისო კონფერენციაზე.  ამჟამად, იგი ჩართულია საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ბაკალავრიატის სტუდენტებთან.

ელ-ფოსტა: mdedabrishvili@ibsu.edu.ge

CV