მზია კიკნაძემ დისერტაცია დაიცვა 1991 წელს, მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

დღეისათვის მისი კვლევის საგანს შეადგენს რთული სისტემების  მოდელირება, ელექტრონული სწავლების სისტემები, კომპიუტერულ ქსელებში ინფორმაციის გადაცემის საკითხები.

მზია 2007-2018 წლებში მონაწილეობდა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში (სულ 4), უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, მთავარი შემსრულებლის, მენეჯერის და  სამეცნიერო ხელმძღვანელის სახით.

მას 2007-2018 წლებში გამოქვეყნებული აქვს 22-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემებში, მონაწილეობა აქვს მიღებული 10 საერთაშორისო კონფერენციაში.

მზიას ხელმძღვანელობით 2010-2018 წლებში დაცულია 6 სადოქტორო და 20-მდე სამაგისტრო დისერტაცია.

მზია ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში და მუშაობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან.

ელ-ფოსტა: mkiknadze@ibsu.edu.ge

CV