კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი, როგორც სტუდენტებს, ასევე თანამშრომლებს, აძლევს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ფაკულტეტის მიერ შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გამყარებაზე. შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და უპირატესობა ენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.

ფაკულტეტი, შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან ერთად, წელიწადში ორჯერ გზავნის სტუდენტებს საზღვარგარეთ. საბუთების მიღება ცხადდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო სემესტრისთვის. საშუალოდ 15-20 სტუდენტი ირჩევა სემესტრულად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში: პოლონეთში, პორტუგალიაში, ლატვიაში, ლიტვაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჩეხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და ა.შ.

გთხოვთ იხილეთ პარტნიორ უნივერსიტეტთა სია.

ჩვენი პროგრამა მოიცავს: სწავლა საზღვარგარეთ, სწავლება საზღვარგარეთ, ფაკულტეტის პერსონალის განვითარების საერთაშორისო სემინარები და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები.