ის არის მონაცემთა სტრუქტურების და ალგორითმების, ალგორითმიზაციის მეთოდების ექსპერტი. მან მატემატიკოსის აკადემიური ხარისხი (მაგისტრის ხარისხის ექვივალენტი) მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემდეგ მან დაამთავრა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურა. მისი ნაშრომი შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების მეთოდებს, ინფორმატიკის ოლიმპიადებისათვის მზადების მეთოდურ ასპექტებს. ის არის პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორის ექვივალენტი). მას გამოქვეყნებული აქვს 11 სტატია და სამი სახელმძღვანელო როგორც საკუთარი ავტორობით, ისე სხვა ქართველ ავტორთა თანაავტორობით.

ის 1990 წლიდან არის საქართველოს მოსწავლეთა ერვნული ნაკრების ხელმძღვანელი, ხოლო 2007 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში. ის სამჯერ არის დაჯილდოებული პრეზიდენტის მიერ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის და ნაყოფიერი პედადგოგიური მუშაობისათვის: ღირსების ორდენითა და პრეზიდენტის სტიპენდიით 2007 წელს და სპეციალური ჯილდოთი 2011 წელს. 

ის არის ინფორმატიკაში მსოფლიო ოლიმპიადების გენერალური ასამბლეის წევრი 1996 წლიდან  და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე 2008 წლიდან.

კვლევის დარგები & ინტერესებიდაპროგრამება, მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები, ალგორითმიზაციის მეთოდები.

ელ-ფოსტა: gmandaria@ibsu.edu.ge

CV