გურამ ჩიხლაძე არის ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივებისა და მიღების და შესაბამისი მოწყობილობების სპეციალისტი. მას დისერტაცია დაცული აქვს ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ). ის მუდმივ რეჟიმშია ჩართული კვლევით პროცესში მეცნიერების აღნიშნულ დარგში. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი როგორც ეროვნულ ისე საზღვარგარეთის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში. შესრულებული აქვს რამდენიმე კვლევა საერთაშორისო (ISTC) და ადგილობრივი (რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდი) გრანტების ფარგლებში. არის 10-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე. აგრეთვე, ის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „Nano Studies” სარედაქციო საბჭოს წევრია. შესრულებული აქვს რამდენიმე მსხვილი სახელმძღვანელოს თარგმანი ინგლისურიდან ქართულზე. პარალელურად, გურამ ჩიხლაძე მრავალი წლის განმავლობაში ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას, აღზარდა ასობით სპეციალისტი ტექნიკის სხვადასხვა დარგში. არის 20-ზე მეტი სახელმძღვანელოს და მრავალი  მეთოდური ნაშრომის ავტორი. გურამ ჩიხლაძე არის ორი დარგობრივი მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. აგრეთვე, ის IEEE წევრია (აშშ).

კვლევის დარგები & ინტერესები: ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესწავლა სხვადასხვა გარემოში, ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება ტალღგამტარებში და სხვადასხვა ტიპის გამოსხივების ანტენების თვისებების კვლევა/შესწავლა.

ელ-ფოსტა: gurchix@gmail.com

CV