ჰაკათონი არის პროგრამირების ღონისძიება, რომელიც კრებს პროგრამისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს პროექტებზე ინტერნსიური მუშაობისთვის. ისინი ქმნიან ახალ, ან ანახლებენ უკვე არსებულ პროგრამებს.

კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ჰაკათონებში, რომლებიც ტარდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2017 წლის ოქტომბერში, DAAD-ის უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, შავი ზღვის საეართაშორისო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა ჰაკათონი . სტუდენტებმა შეასრულეს დავალება Raspberry Pi-ს გამოყენებით. მათ გამოსცადეს ჭკვიანი ტექნოლოგები, დაწერეს პროგრამები Python-ის პროგრამირების ენაზე და გააერთიანეს ისინი Raspberry Pi-სთან. გამარჯვებულებს გადაეცათ Raspberry Pi მოწყობილობები და სერთიფიკატები. ისინი დააჯილდოვეს გერმანიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.