მიხეილ რუხაიამ დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკის მიმართულებით. მაგისტრატურაში სწავლა გააგრძელა ერასმუს მუნდუსის პროგრამით და ვენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიიღო ჯერ კომპიუტერული ლოგიკის მაგისტრის ხარისხი, ხოლო შემდეგ კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. პოსტ-დოქტურანტურის პერიოდი გაატარა პარიზის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ამჟამად, მიხეილი არის თსუ ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს სემანტიკურ ქსელს, ავტომატურ მსჯელობას, კომპიუტერულ ლოგიკას და ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს. მას აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია და მონაწილეობა მიუღია 30-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში.

მიხეილ რუხაია მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ხშირად როგორც სამეცნიერო ხელმძღვანელი. ის არის სხვადასხვა კონფერენციებისა და ჟურნალების რეცენზენტი, მონაწილეობს სასწავლო პროცესში და მუშაობს ბაკალვრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებთან.

ელ-ფოსტა: mrukhaia@ibsu.edu.ge

CV