ნინო არის მეთოდოლოგიური და გამოყენებითი სტატისტიკოსი. მან მიიღო სადოქტორო ხარისხი ბიოსტატისტიკაში გრონინგენის უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდები). მანამდე ნინომ მიიღო სამაგისტრო ხარისხები სტატისტიკასა და ბიოსტატისტიკაში ტორონტოს უნივერსიტეტიდან (კანადა).

ნინო სიამოვნებით ასწავლის სტატისტიკას ყველა დონეზე. 2017-2018 წლებში ნინომ დაგეგმა და ასწავლის სტატისტიკის კურს შავის ზღვის უნივერსიტეტის კომპიუტერული  მეცნიერების ბაკალავრიატის სტუდენტებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორანტებს. მანამდე, სულ 4 წლის განმავლობაში ის იყო სტატისტიკის კურსის სწავლების ასისტენტი გრონინგენისა და ტორონტოს უნივერსიტეტებში. მას სურს სადოქტორო კვლევის შედეგების ინტეგრირება საბაკალვრო და სამაგისტრო კურსებსა და პროექტებში.

ნინოს აქვს ათწლეულზე მეტი ხნის ტრანსკონტინენტული კვლევის, სწავლებისა და პროფესიული გამოცდილება აკადემიაში, კვლევით ინსტიტუტებსა და სახელმწიფო სააგენტოში სტატისტიკურ მეთოდოლოგიასა და გამოყენებებში, ძირითადად ბიოსამედიცინო მეცნიერებებისათვის. მისი კვლევის ინტერესებს წარმოადგენს (და არ არის ლიმიტირებული): 1) სტატისტიკური დასკვნები შერეული ეფექტების მოდელებში, 2) ჯგუფთაშორისო კორელაციის კოეფიციენტების (ჯკკ) სიზუსტე შერეული ეფექტების მოდელებში: მემკვიდრეობითობის, საიმედოობის, მრავალგვაროვნების გაზომვა, 3) შერეული ეფექტების მოდელების გამოყენება კიბოს კლინიკურ კვლევებში და სამკურნალო პრეპარატის განვითარებაში, 4) დისპერსიული კომპონენტების მოდელების გამოყენება დიდ ოჯახებზე დაფუძნებულ გენეტიკურ კვლევებში, 5) გადარჩენის ანალიზის გამოყენება კიბოს ბიომარკერების კვლევებში, 6) სტატისტიკური ბიოინფორმატიკა (დიდი განზომილების მონაცემების გაიშვიათებული მოდელირება გენომიკაში, გენეტიკასა და პროტეომიკაში), 7) დიდი მასშტაბის ჯანმრთელობის გამოკითხვები

ნინომ გამოაქვეყნა 7 ნაშრომი რეფერირებულ ჟურნალებში. მისი თანაავტორები არიან კანადური, ქართული და ჰოლანდიური ორგანიზაციებიდან. მისი ერთ-ერთი ნაშრომი, ნდობის ინტერვალის აგების ახალ სტატისტიკურ მეთოდოლოგიაზე გამოქვეყნდა სტატისტიკური ჟურნალების საუკეთესო ათეულში (კერძოდ, Statistical methods in medical research, რანჟირებული web of science 2014-ის მიერ)

 

ნაშრომები: https://scholar.google.com/citations?user=hqJsYaEAAAAJ&hl=en&oi=ao

საიტი: ninoandstatistics.com

ელ-ფოსტაninobiostat@gmail.com

CV