კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
ასოც პროფ. დოქტ. გიორგი წანაწყენიშვილი
ელ-ფოსტა: gtsanatskenishvili@ibsu.edu.ge

აქტივობები

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფუნქციონირებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით და წარმართავს ფაკულტეტის სამსახურის საქმიანობას უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების შესაბამისად. იგი ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს შორის. აძლევს მათ რეკომენდაციებსა და ინსტრუქციებს.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის მთავარი ფუნქციებია:
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლებისა და კვლევის შეფასების წესის შემუშავება.
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარების, ანგარიშების და თანდართული დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება.
სასწავლო პროცესთან, სამეცნიერო კვლევებთან, ბოლონიის პროცესის დანერგვასთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო ინსტრუქციების, წესების შემუშავების ორგანიზება და კოორდინირება.
უმაღლეს განათლებაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, აკადემიური პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცედურების ხელმძღვანელობა.
საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული აკადემიური ექსპერტიზის ორგანიზება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
სასწავლო პროცესის მსვლელობის, სასწავლო დისციპლინის დაცვის, საგამოცდო სესიების ორგანიზება-ჩატარების, აკადემიური მოსწრების აღრიცხვის პერიოდულად გაკონტროლება.
ყოველი სემესტრის ბოლოს სტუდენტთა მიერ ლექტორების პედაგოგიური დონის შეფასების ანკეტური გამოკითხვის ჩატარება, მიღებული შედეგების დამუშავება, გაანალიზება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესის ორგანიზება.
ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობის კოორდინირება.