კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი 2013 წლიდან ატარებს საზაფხულო სკოლას, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები სწავლობენ მათთვის საინტერესო საგნებს. ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ ვებ პროგრამირების, ინგლისური ენის, გრაფიკული დიზაინის და სხვა საინტერესო კურსებს როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. მეცადინეობების ხანგრძლივობაა საშუალოდ 2 კვირა.

კურსის დასასრულს მოსწავლეები ამზადებენ პროექტებს მიღებული ცოდნის სადემონსტრაციოდ. დაჯოლდოების ცერემონიალზე ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.